საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

განცხადება ფინეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში სტაჟირების გავლის შესახებ

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა 

ფინეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში სტაჟირების გავლის შესახებ

ფინეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო 2018 წლის 1 ნოებრიდან აცხადებს სტაჟირების კონკურსს. კონკურსის შედეგად, დიპლომატიურ წარმომადგენლობაში სტაჟირების გავლის შესაძლებლობა ექნება 1 (ერთ) საუკეთესო აპლიკანტს.

სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის მიზანია სტაჟიორთა მომზადება, გადამზადება, მათი კვალიფიკაციის ამაღლება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება.
სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან აქვს უმაღლესი განათლება და აკმაყოფილებს დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

საბუთები მიიღება მ/წლის 1 ნოემბრიდან 14 ნოემბრის ჩათვლით, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მისამართზე: helsinki.emb@mfa.gov.ge.

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

  • განაცხადების გადარჩევა;
  • გასაუბრება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;
  • ფლობდეს საქართველოს სახელმწიფო ენას;
  • კარგად ფლობდეს ინგლისურ ენას, სასურველია ფინური ან შვედური ენის ცოდნა;
  • იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან გააჩნდეს უმაღლესი/პროფესიული განათლება და აკმაყოფილებს დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;
  • კანდიდატს უნდა ჰქონდეს ფინეთში კანონიერად ყოფნის (ცხოვრების) დამადასტურებელი საბუთი, რომლის მოქმედების ვადა აღემატება სტაჟირების გავლის პერიოდს; 

კონკურსის თემატიკა:

  1. საქართველოს კანონი „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“;
  2. საქართველოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“;
  3. საქართველოა და ფინეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება;

ფინეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მსურველმა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მისამართზე helsinki.emb@mfa.gov.ge უნდა წარადგინოს: 

  • განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ (დანართი 2);
  • ავტობიოგრაფია;
  • დიპლომის ასლი/ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან/საზღვარგარეთ უმაღლესსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;
  • პასპორტის ასლი;
  • ადგილსამყოფელ ქვეყანაში კანონიერად ყოფნის (ცხოვრების) დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის მოქმედების ვადა აღემატება სტაჟირების გავლის პერიოდს;
  • ერთი ფოტოსურათი (3X4).
  • ნასამართლობის შესახებ ცნობა.

კონკურსანტებთან გასაუბრება ჩატარდება შემდეგ მისამართზე. სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის ეტაპების/გასაუბრების თარიღი დამატებით ეცნობებათ კონკურსის მონაწილეებს. 


Embassy of Georgia 
to the Republic of Finland

Itainen Teatterikuja 100100, Helsinki.  

სტაჟირების შედეგების დადებითი შეფასების შემთხვევაში, სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატი.

სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სტაჟირების კონკურსი ცხადდება წელიწადში
ორჯერ, მაისის და ნოემბრის თვის პირველ სამუშაო დღეს.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

E-mail: helsinki.emb@mfa.gov.ge

Tel: + 358 92783031

 

სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის წესი.pdf

დანართი 2 - განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ.pdf