საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის №344/2018 განკარგულება

მოქალაქეთა საყურადღებოდ!

გთხოვთ გაეცნოთ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის  №344/2018 განკარგულებას, რომლის მიხედვით საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 28 სექტემბრის №277/2018 განკარგულებით შექმნილი რიგი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევ კონკურსში არ მიიღო მონაწილეობა არცერთმა კონკურსანტმა და ასევე არ შედგა 2018 წლის 8 ოქტომბრის №297/2018 განკარგულებით გამოცხადებული ხელახალი კონკურსი. შესაბამისად, საქართველოს ორგანული კანონისსაქართველოს საარჩევნო კოდექსიმე-14 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტის, 77- მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63- მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სხვა სახელმწიფოში შექმნილი რიგ საარჩევნო უბნებთან ერთად გააუქმა №59-ე საარჩევნო უბანი ქ. ჰელსინკიში, ფინეთის რესპუბლიკა, მისამართი: Itäinen Teatterikuja 1 E 29, 00100, Helsinki, Finland.

გთხოვთ განკარგულება იხილოთ შემდეგ ინტერნეტ ბმულზე: http://cesko.ge/geo/list/show/115856-gankarguleba-344/2018--23102018