საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ფინეთი მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოს რეფორმების და ევროინტეგრაციის პროცესს

„ჩვენ დაინტერესებულნი ვართ საქარველოს და ფინეთს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებით“ - ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტიმო სიონინმა ქართველ კოლეგასთან  შეხვედრის შემდომ, ქ. ჰელსინკში გამართული პრესკონფერენციისას განაცხადა. მან მაღალი შეფასება მისცა საქართველოში განხორციელებულ და მიმდინრე რეფორმებს და აღნიშნა, რომ ეს პროცესი მნიშვნელოვანია საქართველოს ევროინტეგრაციული პროცესისთვის. „საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა რეფორმების გზაზე, ქვეყნის შიგნით რეფორმების განხორციელების კუთხით და  მოხარული ვარ,  რომ საქართველო წინ მიიწევს ამ პროცესში, რადგან ეს არის მნიშვნელოვანი როგორც ქართული საზოგადოებისთვის, ასევე საქართველოს სამომავლო მისწრაფებებისთვის  ევროკავშირში“-განაცხადა ფინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
 
მინისტრებმა მაღალი შეფასება მისცეს საქართველო-ფინეთის ორმხრივ ურთიერთობებს. განსაკუთრებით აღინიშნა ფინეთის მნიშვნელოვანი დახმარება საქართველოში დემოკრატიის და ინსტიტუციური განვითარების მიმართულებით. ამ მხრივ ყურადღება გამახვილდა ფინეთის ჩართულობით საქრათველოში განხორციელებულ Twinning პროექტებზე, მათ შორის ერთ-ერთი მიზნად ისახავს საქართველოს საბაჟო სისტემის დახვეწას, ევროკავშირის საბაჟო სისტემასთან დაახლოებასა და საქართველოს შემოსავლების სამსახურის ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაძლიერებას.
 
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ფინელი ტურისტების მხრიდან საქართველოს მიმართ არსებულ მზარდ ინტერესს და აღნიშნა რომ ქვეყნებს შორის მნიშვნელოვანი პოტენციალი არსებობს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განვითარების მიმართულებით. მისივე შეფასებით ევრკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება კარგ შესაძლებლობებს იძლევა საქართველოში მეტი ევროპული ინვესტიციის კონცენტრაციისთვის.
 
მინისტრებმა ხაზი გარსვეს ასევე განათლების სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობებს,  დადებითად შეფასდა მიმდინარე წლის გაზაფხულზე საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელთა ვიზიტი წ. ჰელსინკში, რა დროსაც დელეგაცია გაეცნო ფინეთის განათლების სისტემის გამოცდილებას. ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმა  საქართველოში ფინური სკოლის გახნის ინიციატივას, რომელზეც მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.
 
მინისტრები მიესლმნენ ევროპის საბჭოში ფინეთის მომავალ თავმჯდომარეობას, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი მიესლამა   საქართველოსთვის ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პროცესში  ფინეთის მნიშვნელოვან  დახმარებას. განსაკუთრებით აღინიშნა ფინეთის მხარდაჭერა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, მათ შორის მინისტრები მიესალმნენ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომიტეტში 2018 წელს  საქართველოს შესახებ რეზოლუციის ფინეთის მხრიდან თანასპონსორობას.
 
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძრღვანელმა მადლობა გადაუხადა ფინეთს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავზე ფინეთის პრეზიდენტის საული ნიინისტოს ვიზიტისთვის, თავის მხრივ ფინურმა მხარემ განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს აქტიური მონაწილეობა ფინეთის  დამოუკიდებლობის 100  წლის იუბილესთან დაკავშირებით , ფინური დროშის ისტორიული მონუმენტის შექმნაში.  

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ფინელი კოლეგა საქართველოში ვიზიტით მოიწვია და ამ მხრივ ყურადღება გაამხვილა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც წელს აღნოსავლეთ პარტნიორობის 10 წლესთავს მიეძღვნება.
 
დავით ზალკალიანი ქ. ჰელსინკს, სკანდინავიური ტურნეს ფარგლებში 2018 წლის 11-12 ნოემბერს სტუმრობდა. 

ფინელ კოლეგასთან შეხვედრის ფარგლებში ფინეთმა დაგმო საოკუპაციო რეჟიმის მიერ მიმდინარე ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესი სოფელ ატოცში და მხარი დაუჭირა საქართველოს სუვერენიტეტსა ტეროტორიულ მთლიანობას.