საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 8 ოქტომბრის განკარგულება N297/2018

მოქალაქეთა საყურადღებოდ!

გთხოვთ გაეცნოთ 2018 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულებას N297/2018 საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისათვის სხვა სახელმწიფოში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევი კონკურსის გამოცხადებისა და სამდივნოს შექმნის შესახებ:

მუხლი 1. გამოცხადდეს საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისათვის სხვა სახელმწიფოში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების
შესარჩევი კონკურსი ცესკოს 2018 წლის 1 აგვისტოს №158/2018 განკარგულებით დადგენილი
წესით, დანართის შესაბამისად.

მუხლი 2. საბუთები მიიღება 2018 წლის 9 ოქტომბრიდან 2018 წლის 10 ოქტომბრის 18:00 საათის ჩათვლით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პირადად (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ.), ან ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: abroad@cec.gov.ge.

მუხლი 3. სამდივნოს ზედამხედველობას ახორციელებს ცესკოს წევრი ზურაბ ხრიკაძე.

მუხლი 4. საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების შესარჩევი კონკურსის ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნას სამდივნო შემდეგი შემადგენლობით:
1. თამარ შუკაკიძე - სამდივნოს ხელმძღვანელი;
2. თამარ რევაზიშვილი; 
3. ანა ცხადაძე;
4. ნინო უძილაური;
5. ნანა კიკნაძე;
6. ნატალია ხორევა;
7. თამარ ხვადაგიანი;
8. მარინე ჭლიკაძე.

მუხლი 5. სამდივნო კონკურსის დამთავრების შემდეგ წყვეტს საქმიანობას.

მუხლი 6. ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი 7. ეს განკარგულება ამოქმედდეს მიღებისთანავე.

 

გთხოვთ იხილოთ შემდეგი ლინკი:

http://cesko.ge/…/sh…/115203-gankarguleba-297/2018--08102018

 

ასევე გთხოვთ იხილოთ 9 ოქტომბრის N298/2018 განკარგულება (8 ოქტომბრის N297/2018 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ):

http://cesko.ge/…/sh…/115212-gankarguleba-298/2018--08102018