საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საერთაშორისო გამოფენა GoExpo Winter 2019

ფინეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს შუამდგომლობით საქართველოს სამთო სათხილამურო კურორტებისა და ქვეყნის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს მთის კურორტების განვითარების კომპანიამ და ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო გამოფენაში GoExpo Winter 2019, რომელიც ფინეთში, ქ.ჰელსინკიში გაიმართა.

სამი დღის განმავლობაში (15-17 ნოემბერი 2019) გამოფენის ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ საქართველოს სამთო ტურისტულ პროდუქტებს და ვირტუალური რეალობის საშუალებით ემოგზაურათ საქართველოში.

Go Expo Winter 2019 Go Expo Winter 2019 Go Expo Winter 2019

#GoExpoWinter2019