ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, გორის რაიონის სოფელ ბერშუეთის მიმართულებით არსებულ საოკუპაციო ხაზზე ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის უკანონოდ აღმართვის გამო, რის შედეგადაც რამდენიმე ადგილობრივი მაცხოვრებლის სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი ნაწილობრივ ოკუპაციის ხაზს მიღმა მოექცა. 

განთავსების თარიღი: 04.07.2017
 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს 2017 წლის 18 მაისს რუსეთის ფედერაციასა და სოხუმში მის საოკუპაციო რეჟიმს შორის ე.წ. შეთანხმების ხელმოწერას „შინაგან საქმეთა უწყებების ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის ფორმირებისა და საქმიანობის წესის თაობაზე“.  

განთავსების თარიღი: 23.05.2017
 

საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს საქართველოს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 2017 წლის 9 აპრილს მიმდინარე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებსა და რეფერენდუმს.

განთავსების თარიღი: 09.04.2017
 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებას სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონისთვის სახელის გადარქმევის თაობაზე 2017 წლის 9 აპრილს რეფერენდუმის დანიშვნასთან დაკავშირებით. 

განთავსების თარიღი: 09.02.2017
 

რუსული და აფხაზური წყაროებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2017 წლის 3 იანვარს აფხაზეთის რეგიონში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სამხედრო პოლიგონის მომზადების მიზნით გაანადგურეს გულრიფშის რაიონის სოფელ წებელდასთან არსებული მრავალფენიანი არქეოლოგიურ-არქიტექტურული ძეგლი - VIII-IX და გვიანი შუა საუკუნეების ნასოფლარი, სამაროვანი, ეკლესიის ნანგრევი და ასევე XX ს-ის შუა ხანების პოლონელთა სასაფლაო.

განთავსების თარიღი: 11.01.2017
 

23.11.2016 თბილისი - 2016 წლის 22 ნოემბერს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს სოხუმის საოკუპაციო რეჟიმთან შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნასთან დაკავშირებით დადებული ე.წ. შეთანხმების რატიფიკაციის თაობაზე.
 

რუსეთის ფედერაციის მსგავსი პროვოკაციული ნაბიჯები მიმართულია საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ანექსიისაკენ, რაც სრულად უგულებელყოფს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს და ძირს უთხრის დადგენილ საერთაშორისო წესრიგს.

განთავსების თარიღი: 25.11.2016
 

ევროკავშირის საბჭოს ფარგლებში გაიმართა შეხვედრა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების (COREPER) დონეზე, სადაც განხილულ იქნა ევროკომისიის საკანონმდებლო წინადადება 539/2001 რეგულაციაში ცვლილების შეტანის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს  საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის სივრცეში მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის რეჟიმის  შემოღებას.

განთავსების თარიღი: 05.10.2016
 

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია აცხადებს საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის მორიგი არჩევნებისათვის სხვა სახელმწიფოებში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების შესარჩევ კონკურსს

განთავსების თარიღი: 09.09.2016
 

2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ საჭირო ინფორმაცია 

განთავსების თარიღი: 09.09.2016
 

2016 წლის 7 აგვისტოს 8 წელი შესრულდა საქართველოში რუსეთის ფედერაციის ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციისა და აგრესიის განხორციელებიდან. მას შემდეგ რუსეთი აგრძელებს სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს რეგიონების უკანონო ოკუპაციას, საერთაშორისო სამართლისა და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების უგულვებელყოფით.

 

 

განთავსების თარიღი: 08.08.2016
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ