საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ირაკლი ხუცურაული

დაიბადა 1974 წლის 3 მარტს ქ. თბილისში, საქართველო

 

განათლება

  • 1996 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი

  • 1994 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

 

პროფესიული კარიერა

  • 1994-1995 - საგარეო საქმეთა სამინისტრო, სამართლებრივი დეპარტამენტი;

  • 1995-1997 - საქართველოში ევროპის კავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მრჩეველი;

  • 1997-2002-შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგამოძიებო დეპარტამენტი, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი;

  • 2003-2004 - საგარეო საქმეთა სამინისტრო, საკონსულო-სამართლებრივი სამმართველოს ხელმძღვანელი;

  • 2004-2008 - საქართველოს კონსული იტალიაში;

  • 2008 - საგარეო საქმეთა სამინისტრო, საკონსულო-სამართლებრივი სამმართველოს ხელმძღვანელი;

  • 2008-2013 - იტალიაში, მალტასა, სან-მარინოს რესპუბლიკაში და გაერო-ს საერთაშორისო წარმომადგენლობებთან საქართველოს საელჩოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი;

  • 2014-2015 - უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციის უფროსი (მენეჯერი);

  • 2015-2016 - ქვემო ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი;

  • 2016-2019 - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის უფროსი, ქ. თბილისის მერის მრჩეველი;

  • 2019-2021 - შვეიცარიის კონფედერაციასა და ლიხტენშტაინის სამთავროში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი.

 

სასწავლო კურსები

  • 1998 - აშშ-ს საბაჟო სამსახური;

  • 2001 - აშშ ფედერალური საგამოძიებო ბიუროს აკადემია, კუანტიკო (აშშ);

  • 2001 - ლუიზიანას შტატის უნივერსიტეტი, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი;

  • 2004 - შეიარაღებული ძალების დემოკრატიული კონტროლის საერთაშორისო კომიტეტის წევრი ("DCAF” Swiss Confederation);

  • 2005 - A.S.A.M უნივერსიტეტი, ბიზნესის მართვის მაგისტრი (რომი, იტალია).

 

კონფერენციებში და სემინარებში მონაწილეობა, ჯილდოები:

  • 2000 - კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სემინარი (აშშ, ფედერალური საგამოძიებო ბიურო)

  • 2001 - ინტერპოლის ევროპის 43-ე საერთაშორისო კონფერენცია;

  • 2001- აშშ-ს ნიუ მექსიკოს შტატის ქ. სოკოროს საპატიო მერი;

  • 2004 - ჟენევის უსაფრთხოების სექტორის მართვის ცენტრის მე-8 საერთაშორისო კონფერენცია;

  • 2005- უნივერსიტეტ World Planet-ის საპატიო აკადემიური წოდება;

  • 2006 - სამართლის დოქტორი, ტიბერიანას აკადემიის (იტალია) საპატიო აკადემიკოსი;

  • 2013 - იტალიის მაღალი ჯილდო (კომანდორის რაინდი) მიენიჭა იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტ ჯორჯიო ნაპოლიტანოს მიერ ("Ordine al Merito della Repubblica Italiana" by the President of Italy Giorgio Napolitano).

 

უცხო ენები:

იტალიური, ინგლისური, რუსული, გერმანული (საბაზისო)

სამეცნიერო ნაშრომები:

  1. „ქრისტიანული რელიგიისა და სახელმწიფოს ურთიერთდამოკიდებულება სამართალში“ (2001);

  2.  „შარიათი: მუსლიმური რელიგია სამართლებრივ სახელმწიფოში“  (2001);

  3. „ბრალი“ (2002);

  4. წიგნი -"დანაშაული და სასჯელი" ცეზარე ბაკარია (2003);

  5. წიგნი - „საკონსულო სამართალი: ფუნქციები, შეღავათები, პრივილეგიები, იმუნიტეტი“ (2004)