28 ნოემბერს, საქართველოს ელჩი, ირაკლი ხუცურაული ფინეთის გარემოს დაცვის სახელმწიფო მინისტრს, ტერჰი ლეჰტონენს შეხვდა. შეხვედრაზე, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ფინეთს შორის გარემოს დაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ნახშირბადის ემისიის შემცირების, ეკო-ტურიზმის განვითარებისა და მყარი ნარჩენების, მათ შორის, სახიფათო ნარჩენების მართვის კუთხით გამოცდილების გაზიარების საკითხებზე.
შეთანხმდა, რომ უახლოეს პერიოდში, საელჩოს ორგანიზებით გაიმართება ონლაინ შეხვედრა, რომელსაც დაესწრებიან ფინეთისა და საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა და დარგის ექპერტები.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა მომავალშიც აქტიურად გააგრძელონ მჭიდრო თანამშრომლობა.