პროექტის მიზანია როგორც ქართული დიასპორის სამშობლოსთან კავშირების გაღრმავება, კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების ხელშეწყობა, ისე საზღვარგარეთ საქართველოსა და ქართული კულტურის პოპულარიზაცია.
პროექტის ფარგლებში დაფინანსდება საზღვარგარეთ მოქმედი ქართული ანსამბლების ფუნქციონირების და მათი შემდგომი განვითარების ხელშეწყობის მიზნით წარმოდგენილი პროექტები.
აღსანიშნავია, რომ ამჟამად საქართველოს ფარგლებს გარეთ 117 ქართული ანსამბლი მოქმედებს.
- კონკურსში წარმოდგენილი განაცხადების განხილვა და გამარჯვებულის გამოვლენა მოხდება კონკურსის წესით, კომისიის მიერ, რომლის შემადგენლობაში არიან: საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის და პარლამენტის დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წარმომადგენლები;
- უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, 2022 წლის 1 თებერვლიდან 6 მარტის ჩათვლით, პროგრამის მიზნების შესაბამისად, პროექტების წარდგენა შეეძლებათ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: folk@mfa.gov.ge (საგრანტო განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტების მიღება, მითითებული ვადების გათვალისწინებით, ხდება მხოლოდ ელექტრონულად);
„საზღვარგარეთ მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების“ პროგრამა - დანართები:
- პროგრამის აღწერა;
- განაცხადის ფორმა;
- ხარჯთაღრიცხვის ფორმა.
საგრანტო პროექტის საკონტაქტო პირები:
- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დიასპორული პროგრამების სამმართველოს მეორე მდივანი თამარ ჩხაიძე: მობ.: +995 577 76 87 68
- დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დიასპორული პროგრამების სამმართველოს უფროსი მარიამ მამესწარაშვილი: +995 595 96 40 00.