2022 წლის 25 მარტს, ფინეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, ირაკლი ხუცურაულმა შეხვედრა გამართა ფინეთის განათლების მინისტრთან, ლი ანდერსონთან (პარტია მემარცხენე ალიანსის ლიდერი).
მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ფინეთს შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების, მათ შორის, უმაღლეს საგანმანათლებლო სასწავლებლებს შორის და „ERASMUS+” პროგრამის ფარგლებში სტუდენტთა გაცვლის, „ბოლონიის პროცესის“ ფარგლებში დიპლომებისა და სერთიფიკატების აღიარების, ასევე პროფესიული განათლების კუთხით გამოცდილების გაზიარების საკითხები.
დაიგეგმა, საქართველოსა და ფინეთის განათლების სამინისტროებს შორის ექსპერტულ დონეზე ვიდეო კონფერენციების განხორციელება, ასევე, სამინისტროების ხელმძღვანელობებს შორის მაღალ დონეზე ვიზიტების ურთიერთგაცვლა.