საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

2022 წლის 25 მარტს, ფინეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, ირაკლი ხუცურაულმა შეხვედრა გამართა ფინეთის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარებთან, მატიას მარტინენთან

2022 წლის 25 მარტს, ფინეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, ირაკლი ხუცურაულმა შეხვედრა გამართა ფინეთის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარებთან, მატიას მარტინენთან (ეროვნული კოალიციის პარტიის წევრი).

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ფინეთს შორის პარლამენტთაშორისი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო პერსპექტივები, მათ შორის, მ.წ. 1 მაისს, მეგობრობის ჯგუფის წევრების საქართველოში სამუშაო ვიზიტის დეტალები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად გაკეთებულ განაცხადს და ევროინტეგრაციის პროცესში ფინეთის პარლამენტის მხარდაჭერისა და დახმარების მნიშვნელობას.

მხარეებმა ისაუბრეს რუსეთის სამხედრო აგრესიაზე უკრაინის წინააღმდეგ. ომის შედეგად გამოწვეულ ჰუმანიტარულ მდგომარეობასა და ევროპაში შექმნილ უკიდურესად დაძაბულ მდგომარეობაზე უსაფრთხოების თვალსაზრისით.

შეთანხმდნენ, რომ გაგრძელდება ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა და ინფორმაციის გაცვლა ორმხრივი მნიშვნელობის საკითხებთან დაკავშირებით.