14 ივნისს, საქართველოს ელჩი, ირაკლი ხუცურაული ფინეთის პარლამენტის „პარტია ნამდვილი ფინელების“ ლიდერს, ქ-ნ რიიკა პურას შეხვდა. მხარეებმა განიხილეს საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავების, რეგიონში უსაფრთხოების ახალი გამოწვევებისა და საქართველოსა და ფინეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების საკითხები.
შეხვედრაზე, საქართველოს ელჩმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ფინეთის მხრიდან მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. ასევე, მხარეებმა ისაუბრეს ივნისის ბოლოს დაგეგმილი ნატოს მადრიდის სამიტზე ფინეთ-საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დადებითი გადაწყვეტილებების მიღების აუცილებლობაზე. გარდა ამისა, შეთანხმდნენ ევროპარლამენტში პარტია “ნამდვილი ფინელების” წევრების მიერ საქართველოს სამომავლო მხარდაჭერის თაობაზე.