საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩი, ირაკლი ხუცურაული ფინეთის პარლამენტის "მწვანეთა პარტიის" ლიდერს, ქ-ნ იირის სუომელას შეხვდა

14 ივნისს, საქართველოს ელჩი, ირაკლი ხუცურაული ფინეთის პარლამენტის "მწვანეთა პარტიის" ლიდერს, ქ-ნ იირის სუომელას შეხვდა. მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის, მათ შორის, საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავების საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ფინეთის მხრიდან მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.