Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ირაკლი ხუცურაული

დაბადების თარიღი და ადგილი

1974 წლის 3 მარტი, ქ. თბილისი

პროფესიული გამოცდილება

2021 - დღემდე - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ფინეთისა და შვედეთის რესპუბლიკებში

2019 - 2021 - შვეიცარიის კონფედერაციასა და ლიხტენშტაინის სამთავროში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი.

2016 - 2019 - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის უფროსი, ქ. თბილისის მერის მრჩეველი;

2015 - 2016 - ქვემო ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი;

2014 - 2015 - უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციის უფროსი (მენეჯერი);

2008 - 2013 - იტალიაში, მალტასა, სან-მარინოს რესპუბლიკაში და გაერო-ს საერთაშორისო წარმომადგენლობებთან საქართველოს საელჩოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი;

2008 - საგარეო საქმეთა სამინისტრო, საკონსულო-სამართლებრივი სამმართველოს ხელმძღვანელი;

2004 - 2008 - საქართველოს კონსული იტალიაში;

2003 - 2004 - საგარეო საქმეთა სამინისტრო, საკონსულო-სამართლებრივი სამმართველოს ხელმძღვანელი;

1997 – 2002 - შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგამოძიებო დეპარტამენტი, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი;

1995 - 1997 - საქართველოში ევროპის კავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მრჩეველი;

1994 - 1995 - საგარეო საქმეთა სამინისტრო, სამართლებრივი დეპარტამენტი;

განათლება

1996 - დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი

1994 - დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

სასწავლო კურსები

  • 1998 - აშშ-ს საბაჟო სამსახური
  • 2001 - აშშ ფედერალური საგამოძიებო ბიუროს აკადემია, კუანტიკო (აშშ);
  • 2001 - ლუიზიანას შტატის უნივერსიტეტი, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი;
  • 2004 - შეიარაღებული ძალების დემოკრატიული კონტროლის საერთაშორისო კომიტეტის წევრი ("DCAF” Swiss Confederation);
  • 2005 - A.S.A.M უნივერსიტეტი, ბიზნესის მართვის მაგისტრი (რომი, იტალია).

ანსაკუთრებული მიღწევები

(კონფერენციები, სემინარები)

2013 - იტალიის მაღალი ჯილდო (კომანდორის რაინდი) მიენიჭა იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტ ჯორჯიო ნაპოლიტანოს მიერ ("Ordine al Merito della Repubblica Italiana" by the President of Italy Giorgio Napolitano).

2006 - სამართლის დოქტორი, ტიბერიანას აკადემიის (იტალია) საპატიო აკადემიკოსი;

2005 - უნივერსიტეტ World Planet-ის საპატიო აკადემიური წოდება;

2004 - ჟენევის უსაფრთხოების სექტორის მართვის ცენტრის მე-8 საერთაშორისო კონფერენცია;

2001- აშშ-ს ნიუ მექსიკოს შტატის ქ. სოკოროს საპატიო მერი;

2001 - ინტერპოლის ევროპის 43-ე საერთაშორისო კონფერენცია;

2000 - კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სემინარი (აშშ, ფედერალური საგამოძიებო ბიურო)

გამოქვეყნებული ნაშრომები

„ქრისტიანული რელიგიისა და სახელმწიფოს ურთიერთდამოკიდებულება სამართალში“ (2001);

 „შარიათი: მუსლიმური რელიგია სამართლებრივ სახელმწიფოში“  (2001);

„ბრალი“ (2002);

წიგნი -"დანაშაული და სასჯელი" ცეზარე ბაკარია (2003);

წიგნი - „საკონსულო სამართალი: ფუნქციები, შეღავათები, პრივილეგიები, იმუნიტეტი“ (2004)

დიპლომატიური რანგი

საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი