საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

სტაჟირება

სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის მიზანია სტაჟიორის მომზადების, გადამზადების, მათი კვალიფიკაციის ამაღლებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება.

საზღვარგარეთ სამინისტროს შესაბამისი ქვედანაყოფი სტაჟიორთა შერჩევის მიზნით აცხადებს კონკურსს წელიწადში ორჯერ, ყოველი წლის 1 მაისს და 1 ნოემბერს. კონკურსი ცხადდება საზღვარგარეთ საქართველოს შესაბამისი დიპლომატიური ან საკონსულო დაწესებულების ვებგვერდზე და/ან სხვა მსგავსი ტიპის ალტერნატიული საშუალებით.

სტაჟიორად მიიღება საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, არის უმაღლესი/პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან აქვს უმაღლესი/პროფესიული განათლება და აკმაყოფილებს დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

სამინისტროს სისტემაში სტაჟირების ვადა განისაზღვრება 3 თვიდან 6 თვემდე ვადით.

დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ გაეცნოთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესს