საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ფინეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, ირაკლი ხუცურაულმა შეხვედრა გამართა ფინეთის რესპუბლიკის პარლამენტის სპიკერთან, ბატონ მატი ვანჰანენთან.

2022 წლის 24 მარტს ფინეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, ირაკლი ხუცურაულმა შეხვედრა გამართა ფინეთის რესპუბლიკის პარლამენტის სპიკერთან, ბატონ მატი ვანჰანენთან.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და პარლამენტთაშორისი ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად გაკეთებულ განაცხადს და ევროინტეგრაციის პროცესში ფინეთის პარლამენტის მხარდაჭერისა და დახმარების მნიშვნელობას.

საუბარი შეეხო უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიას და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს. ელჩმა ბატონ ვანჰანენს გააცნო საქართველოს წინაშე მდგარი საფრთხეები და გამოწვევები, სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე პროცესები და რეგიონში მშვიდობისა სტაბილურობის უზრუნველყოფის შესანარჩუნებლად გატარებული ღონისძიებები.

მხარეები მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე და მომავალში კონკრეტული ვიზიტების განხორციელების შესახებ შეთანხმდნენ.