საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

2022 წლის 24 მარტს ფინეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ირაკლი ხუცურაულმა შეხვედრა გამართა ფინეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს რუსეთის, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორატის გენერალურ დირექტორთან ქ-ნ მარია ლიივალასთან, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორთან, ქ-ნ სირპა ოკსანენთან და საქართველოში ფინეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ქ-ნ კირსტი ნარინენთან.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ფინეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს, მათ შორის, განათლების, კულტურის, ვაჭრობისა და ეკონომიკის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე გარემოს დაცვის სფეროებში. ამასთან, მიღწეულ იქნა შეთანხმება ორ ქვეყანას შორის სამართლებრივი ბაზის შემდგომ სრულყოფაზე. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი დრო დაეთმო უკრაინაში მიმდინარე ომისა და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევების განხილვას.
მხარეები შეთანხმდნენ, კონკრეტული საკითხების გარშემო მჭიდრო და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის შემდგომ გაგრძელებაზე.