საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ილია დარჩიაშვილი ფინელ კოლეგას შეხვდა

მინისტრებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საქართველოსა და ფინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან უკვე 30 წელია, თანამშრომლობა წარმატებით ვითარდება სხვადასხვა სფეროში.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხზე, როგორც ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მთავარ მიმართულებაზე. ილია დარჩიაშვილმა ფინელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის ევროპული მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა რეგიონსა და ზოგადად მსოფლიოში შექმნილი რთული უსაფრთხოების გარემოში საერთაშორისო მხარდაჭერის მნიშვნელობას.