საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ფინეთის რესპუბლიკას სამუშაო ვიზიტით საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ბ-ნი ნიკოლოზ სამხარაძე ეწვია

15-18 ივნისს, ფინეთის რესპუბლიკას სამუშაო ვიზიტით ეწვია საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ბ-ნი ნიკოლოზ სამხარაძე

. ქართული მხრიდან ვიზიტს მასპინძლობდა ფინეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული, ბ-ნი თორნიკე ნოზაძე. ვიზიტის ფარგლებში (დღის წესრიგი თან ერთვის) შეხვედრები გაიმართა ფინეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებთან, კერძოდ:  ვროინტეგრაციის საკითხებში ფინეთის პრემიერ მინისტრის მრჩეველთან, სახელმწიფო მდივანთან ბ-ნ იარი ლუოტოსთან, საგარეო საქმეთა სამინისტროს რუსეთის, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორატის გენერალურ დირექტორთან, ქ-ნ მარია ლიივალასთან,  პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან, ბ-ნ ერკი ტუომიოიასთან,  ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის ევროპული ცენტრის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის უფროსთან, ბ-ნ რასმუს ჰინდერთან,   ფინეთის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის  მკვლევართან, ქ-ნ საარი სინიკასთან, მშვიდობის მედიაციის ცენტრის მკვლევარი, ქ-ნ იენი ლააკსოსთან და ალექსანდრეს ინსტიტუტის მკვლევართან, ბ-ნ ანტი ტურუნენთან.

შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო,  საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების პერსპექტივები. ბ-მა სამხარაძემ ფინელ კოლეგებს დეტალურად გააცნო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება და რუსეთის მხრიდან ბოლო დროს გადადგმული, მათ შორის, ანექსიისკენ მიმართული ნაბიჯები, ხაზი გაუსვა ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების აუცილებლობასა და ხაზი გაუსვა ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის მნიშვნელობას.