Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ელჩის შეხვედრა კარელიისა და სრულიად ფინეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ხელმძღვანელთან

24 აგვისტოს, საქართველოს ელჩი, ირაკლი ხუცურაული კარელიისა და სრულიად ფინეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ხელმძღვანელს, მაღალყოვლადუსამღვდელოეს მთავარეპისკოპოსს, უნეტარეს ლეონს ეწვია, რა დროსაც მათ განიხილეს საელჩოსა და ფინეთის ავტონომიურ ეკლესიას შორის თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები.

ასევე, საუბარი შეეხო ჰუმანიტარულ და კულტურულ სფეროებში საქართველოსა და ფინეთს შორის ურთიერთობების გაფართოების პერსპექტივებს. ელჩმა მთავარეპისკოპოსს გააცნო საქართველოში მიმდინარე მოვლენები და ვრცლად ისაუბრა საქართველოს ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობაზე, მათ შორის, ფინეთში დაცული ქართული ტიხრული მინანქრით მოპირკეთებული უძველესი ხატების თაობაზე.

შეხვედრისას შეთანხმდნენ, რომ საელჩო და ფინეთის ავტონომიური ეკლესია განაგრძობენ სამუშაო ურთიერთობებს, მომავალი თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით.