"თბილისის ჯაზის ბიგ ბენდის" კონცერტი ჰელსინკიში
ფინეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით და ქ. თბილისის მერიის მხარდაჭერით, “ქართული კულტურის დღეების” ფარგლებში, 12 ოქტომბერს, ჰელსინკის ერთ-ერთ ისტორიულ საკონცერტო დარბაზში “თბილისის ჯაზის ბიგ-ბენდის” კონცერტი გაიმართა. ღონისძიებას ფინეთის მინისტრთა კაბინეტის და პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის, კულტურის, შოუ ბიზნესისა და მედიის, ასევე, ქართული დიასპორის წარმომადგენლები დაესწრნენ. მუსიკოსებმა - დინი ვირსალაძემ, მარიკო ებრალიძემ, თემურ საჯაიამ ცნობილი ქართული და უცხოური კომპოზიციები შეასრულეს, რამაც აუდიტორიის უდიდესი მოწონება დაიმსახურა. ასევე, კონცერტის დასასრულს, ჯაზ-კომპოზიცია შეასრულა, ფინეთში მოღვაწე ქართველმა მუსიკოსმა და მევიოლინემ, ვიტალი სამხარაძემ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ფინეთში, ირაკლი ხუცურაული დამსწრე საზოგადოებას პირადად ესაუბრა უძველესი ქართული კულტურისა და ტრადიციების შესახებ. ღონისძიება მეტად თბილ გარემოში ჩატარდა. სტუმრებს საელჩო ქართული ღვინით და კერძებით გაუმასპინძლდა.