ელჩის შეხვედრა ფინეთის პარლამენტის სპიკერთან
2026 წლის 19 ნოემბერს, ფინეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ირაკლი ხუცურაულმა, შეხვედრა გამართა ფინეთის პარლამენტის სპიკერთან, იუსი ჰალა-აჰოსთან.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ფინეთს შორის საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავებაზე, თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებსა და სამომავლო პერსპექტივებზე. აღინიშნა ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისა და ხალხთაშორის კავშირების ხელშეწყობის მნიშვნელობა.
ელჩმა მადლობა გადაუხადა პარლამენტის სპიკერს საქართველოს მიმართ მეგობრული დამოკიდებულებისათვის.
იუსი ჰალა-აჰომ კიდევ ერთხელ დაადასტურა ფინეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
