Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ელჩის შეხვედრა ფინეთის საგარეო ვაჭრობის და განვითარების მინისტრთან

საქართველოს ელჩი, ირაკლი ხუცურაული ფინეთის რესპუბლიკის განვითარების თანამშრომლობის და საგარეო ვაჭრობის მინისტრს, ვილე ტავიოს შეხვდა.

მხარეებმა განიხილეს ქვეყნებს შორის მიმდინარე სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები და ხაზი გაესვა არსებული მნიშვნელოვანი პოტენციალის ათვისების აუცილებლობას. ელჩმა მინისტრს საქართველოს მიმზიდველ საინვესტიციო და ბიზნეს-გარემოს თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია. გამოითქვა სურვილი, რათა გახშირდეს ბიზნეს-დელეგაციების ვიზიტები და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობა. 

შეხვედრისას შეთანხმდნენ, რომ გაგრძელდება ინტენსიური ურთიერთობა, რათა ახლო მომავალში დაიგეგმოს ერთობლივი ეკონომიკური ხასიათის ღონისძიებები.