Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს ელჩი, ირაკლი ხუცურაული ფინეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, იუსი ჰალა-აჰოს შეხვდა

28 ნოემბერს, საქართველოს ელჩი, ირაკლი ხუცურაული ფინეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, იუსი ჰალა-აჰოს შეხვდა. შეხვედრაზე, მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და პარლამენტთაშორისი ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების მნიშვნელობას და საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის მიერ ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული 12 პრიორიტეტის განხორციელების მხრივ არსებულ პროგრესს, ასევე, აღნიშნულ პროცესში ფინეთის პარლამენტის მხარდაჭერისა და დახმარების მნიშვნელობას.

საუბარი შეეხო უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიას და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევების ფონზე ორივე ქვეყნის ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების საკითხებს. ელჩმა, ბატონ ჰალა-აჰოს გააცნო საქართველოს წინაშე მდგარი საფრთხეები და გამოწვევები, სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე პროცესები და რეგიონში მშვიდობისა სტაბილურობის უზრუნველყოფის შესანარჩუნებლად გატარებული ღონისძიებები.

მხარეები მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე და მომავალში, კონკრეტული ვიზიტების განხორციელების შესახებ შეთანხმდნენ.