Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მონაწილეობა მიიღო გარემოს დაცვის საკითხთან დაკავიშრებულ სამუშაო შეხვედრაში

14-15 აგვისტოს, ფინეთში საქართველოს ელჩმა, ირაკლი ხუცურაულმა მონაწილეობა მიიღო . ჰელსინკიში ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და ფინეთის მეტეოროლოგიის ინსტიტუტის თანა-ორგანიზებით გამართულ შეხვედრაში - „სამხრეთ კავკასიის ადრეული გაფრთხილების სისტემა ყველასთვის“.

 ღონისძიების მსვლელობისას, მხარეებმა განიხილეს ჰიდროლოგიის მიმართულებით რეგიონული და ტრანს-სასაზღვრო თანამშრომლობის საკითხები, ასევე მეტეოროლოგიური მონაცემების გაცვლის პრაქტიკული მექანიზმები და არსებული გამოწვევები.

 საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს  ხელმძღვანელი, ელენე ღუბიანური. შეხვედრაში მონაწილეობდნენ სომხეთის და აზერბაიჯანის შესაბამისი უწყებების დელეგაციები.