საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის შეხვედრა ფინელ კოლეგასთან
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ შამუგია ფინეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ფინეთის სოფლის მეურნეობისა და სატყეო საკითხების მინისტრს, სარი ესაიას შეხვდა.
მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. ოთარ შამუგიამ ფინელ კოლეგას საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების პოლიტიკასა და ბოლო წლებში მიღწეულ პროგრესზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ საქართველო, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, აქტიურად აგრძელებს მუშაობას ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში არსებული ვალდებულებების შესრულებას.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტყის მდგრადი მართვის პრინციპების დასანერგად საქართველოში აქტიურად მიმდინარე სამუშაოებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველომ შეიმუშავა და, 2020 წლის მაისში მიიღო, ტყის მართვის ახალი კოდექსი.
შეხვედრას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ფინეთის რესპუბლიკასა და შვედეთის სამეფოში ირაკლი ხუცურაული ესწრებოდნენ.