11 მაისს, ქ. ჰელსინკიში, საქართველოს ელჩი, ირაკლი ხუცურაული ბოლო საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული “პარტია ეროვნული კოალიციის” ლიდერს, ქ-ნ პია კაუმას შეხვდა
11 მაისს, ქ. ჰელსინკიში, საქართველოს ელჩი, ირაკლი ხუცურაული ბოლო საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული “პარტია ეროვნული კოალიციის” ლიდერს, ქ-ნ პია კაუმას შეხვდა. მხარეებმა განიხილეს საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავების, რეგიონში უსაფრთხოების ახალი გამოწვევებისა და საქართველოსა და ფინეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების საკითხები. შეხვედრაზე, საქართველოს ელჩმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ფინეთის მხრიდან მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.