Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველომ ფინეთში ღვინის და საკვები პროდუქციის მასშტაბურ გამოფენაში მონაწილეობა მიიღო

23-26 ოქტომბერს, ჰელსინკის საგამოფენო ცენტრში ალკოჰოლური სასმელებისა და საკვები პროდუქციის უმსხვილესი ყოველწლიური გამოფენა ბაზრობა გაიმართა Viini and Ruoka. 
ფინეთში საქართველოს საელჩოს ინიციატივით და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ღონისძიებაში ხუთმა ქართულმა ღვინის მწარმოებელმა კომპანიამ პირველად მიიღო მონაწილეობა. 
ქართულ კუთხეში სტუმრებს ღვინის და ქართული კერძების დაგემოვნების საშუალება ჰქონდათ. 
საელჩოს მხარდაჭერით ფინელ მსხვილ იმპორტიორებსა და ქართული ღვინის კომპანიების წარმომადგენლებს შორის ორმხრივი შეხვედრები გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ფინეთში საქართველოს ელჩმა, ირაკლი ხუცურაულმა.