ელჩის შეხვედრა ფინეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან
23 აგვისტოს ქ. ჰელსინკიში საქართველოს ელჩმა, ირაკლი ხუცურაულმა შეხვედრა გამართა ფინეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა ახლად დანიშნულ მინისტრ, ელინა ვალტონენთან, რომლის დროსაც მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების მიმდინარე საკითხები და ახლო მომავალში მაღალი დონის ვიზიტების ორგანიზების შესაძლებლობები.