Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ირაკლი ხუცურაული ტურკუს რეგიონს ვიზიტით ეწვია

16-17 სექტემბერს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ირაკლი ხუცურაულმა ტურკუს რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გამართა ქ. ტურკუს მერთან, მინა არვესთან, სტრატეგიული პროექტების მართვის სამსახურის დირექტორთან ბიორნ გრონჰოლმთან და საქართველო-ფინეთის ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარესთან, იაკო ლაქსოსთან. ასევე, ელჩი დაესწრო ქ. ტურკუს საკრებულოს სხდომას.

შეხვედრებზე, მხარეებმა განიხილეს ფინეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო პერსპექტივები, მათ შორის, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ეკონომიკურ, ტურისტულ, კულტურულ, საგანმანათლებლო და ურბანულ სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე. ხაზი გაესვა ქ. ტურკუდან ფინეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების დაწყების მნიშვნელობას.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ საელჩოსა და ტურკუს რეგიონის ადგილობრივ ხელისუფლებას შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გააქტიურდება.