Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს საელჩოს ორგანიზებით და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ჰელსინკში ქართული ღვინის მასტერ-კლასი და დეგუსტაციის საღამო გაიმართა, რომელსაც ორმოცზე მეტი ადგილობრივი სომელიე, ღვინის იმპორტიორი, მედიისა და ჰორეკა სექტორის წარმომადგენელი დაესწრო.

ქართული ღვინის წარმოების ისტორია, ჯიშური მრავალფეროვნება, ქვევრის და ქვევრის ღვინის ტექნოლოგია ღონისძიების მონაწილეებს ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა, ღვინის ექსპერტმა, ირაკლი ჩოლობარგიამ გააცნო. 

ჰელსინკში გამართულ ღონისძიებას ესწრებოდა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე დავით ტყემალაძე, რომელმაც ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდის და პოპულარიზაციის აქტიური კამპანიის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ფინეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლობით, ბაზარზე ქართული ღვინის მეტად პოპულარიზაციის მიმართულებით დამატებითი ღონისძიებებია დაგეგმილი.