საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მონაწილეობა მიიღო გარემოს დაცვის საკითხთან დაკავიშრებულ სამუშაო შეხვედრაში
14-15 აგვისტოს, ფინეთში საქართველოს ელჩმა, ირაკლი ხუცურაულმა მონაწილეობა მიიღო ქ. ჰელსინკიში ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და ფინეთის მეტეოროლოგიის ინსტიტუტის თანა-ორგანიზებით გამართულ შეხვედრაში - „სამხრეთ კავკასიის ადრეული გაფრთხილების სისტემა ყველასთვის“.
ღონისძიების მსვლელობისას, მხარეებმა განიხილეს ჰიდროლოგიის მიმართულებით რეგიონული და ტრანს-სასაზღვრო თანამშრომლობის საკითხები, ასევე მეტეოროლოგიური მონაცემების გაცვლის პრაქტიკული მექანიზმები და არსებული გამოწვევები.
საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი, ელენე ღუბიანური. შეხვედრაში მონაწილეობდნენ სომხეთის და აზერბაიჯანის შესაბამისი უწყებების დელეგაციები.
