Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს ელჩი, ირაკლი ხუცურაული ფინეთის გარემოს დაცვის სახელმწიფო მინისტრს, ტერჰი ლეჰტონენს შეხვდა

28 ნოემბერს, საქართველოს ელჩი, ირაკლი ხუცურაული ფინეთის გარემოს დაცვის სახელმწიფო მინისტრს, ტერჰი ლეჰტონენს შეხვდა. შეხვედრაზე, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ფინეთს შორის გარემოს დაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ნახშირბადის ემისიის შემცირების, ეკო-ტურიზმის განვითარებისა და მყარი ნარჩენების, მათ შორის, სახიფათო ნარჩენების მართვის კუთხით გამოცდილების გაზიარების საკითხებზე.

შეთანხმდა, რომ უახლოეს პერიოდში, საელჩოს ორგანიზებით გაიმართება ონლაინ შეხვედრა, რომელსაც დაესწრებიან ფინეთისა და საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა და დარგის ექპერტები.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა მომავალშიც აქტიურად გააგრძელონ მჭიდრო თანამშრომლობა.